ბმულები

Как выбрать ключ трещотку
Как выбрать ключ трещотку
Трещотка JTC VS JONNESWAY
Как выбрать ключ-трещотку  Источник
ЗЕРКАЛЬНЫЙ ХРОМ: ТРЕЩОТКА JONNESWAY R3602


როგორ შევარჩიოდ სწორად ტკაცუნა ქანჩის გასაღები/რევერსული ქანჩი/ტრეშოტი/ტრეშოტკა (ratchet wrench)

როგორ შევარჩიოთ რევერსული ქანჩი (ტრეშოტკა) Af1c74aac380

ხშირად, ტრეშოტის სახრახნისი გამოიყენება ქანჩების ან ჭანჭიკების დასაჭერად და მოსაშვებად. სავაჭრო მარკამ - Jonnesway-მ რეკომენდაცია გაუკეთა საკუთარ თავს, როგორც სანდო პროფესიონალური იარაღების მწარმოებელ კომპანიას, რადგან მას გააჩნია ქანჩის გასაღებების საკმაოდ ფართო სპექტრის არჩევანი.

არსებობს სახრახნისების მრავალფეროვანი დიზაინი, რადგან სხვადასხვა სამუშაოს შესრულების დროს თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სპეციალური ფორმის მოწყობილობა. ეს საშუალებას აძლევს მყიდველს აარჩიოს რევერსული ქანჩი, რომელიც უფრო კარგად შეეფერება მის პირად მოთხოვნებს. საუკეთესო არჩევანი არის - რამოდენიმე განსხვავებული ქანჩის გასაღების ქონა საკუთარ ხელსაწყოების არსენალში, სხვადასხვა დანიშნულებისთვის.

როგორ მუშაობს ტრეშოტკა

რევერსული ქანჩის დიზაინი ძალიან უბრალო და მარტივია. ქანჩის ძირითად ნაწილად გვევლინება ჩამოსხმული ლითონის ფორმა, რომლის ერთ მხარეს განთავსებულია სახელური, მეორეზე კი თავაკი. მუშაობის დროს მეტი მოხერხებულობისთვის, მწარმოებლები ხშირად აკეთებენ მორეზინებულ სახელურს. ტკაცნუნა მექანიზმი ყენდება შიგნით, ქანჩის გასაღების თავაკში, ტრეშოტკის გადამრთველს კი გააჩნია ორი პოზიცია: დაჭერის და მოშვების.

ტრეშოტკის მუშაობის მექანიზმი

ტრეშოტკის თავაკის ბრუნვა ერთ მხარეს იბლოკება, ხოლო საპირისპირო მიმართულებით კი თავისუფლად მოძრაობს, რაც მუშაობს დროს შესაძლებლობას იძლევა ინსტრუმენტით დახმარებით დაუჭიროთ ან მოუშვათ ჭანჭიკი, მასზე თავაკის მოხსნის გარეშე. ამ გზით, მუშაობის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. სტანდარტული ქანჩის გასაღების გამოყენების შემთხვევაში კი ქანჩის მოხსნა და თავიდან გაკეთება გახდებოდა საჭირო. თავაკი პირდაპირ მაგრდება კვადრატულ ლითონზე ადგილზე (стержень), რომელიც ხალხში მოიხსენიება როგორც "კვადრატი". ამ კვადრატის ზომა სხვადასხვაა, რაც დამოკიდებულია თავაკის ტიპზე. არსებობს 5 კვადრატის ზომა და მათგან 3 შედარებით გავრცელებული.

იმისთვის, რომ არ შეგეშალოთ თქვენთვის სასურველი ტრეშოტის ყიდვა, რეკომენდირებულია გაეცნოთ ცხრილს სადაც მითითებულია რევერსული ქანჩის კვადრატის ყველა ზომა:

ტრეშოტკის კვადრატის ზომები

როგორ შევარჩიოთ რევერსული ქანჩი (ტრეშოტკა) Jlgi9


  • 1/4 დიუმი = ზღვარი 6,2 mm (პატარა კვადრატი)
  • 3/8 დიუმი = ზღვარი 9,5 mm (საშუალო კვადრატი)
  • 1/2 დიუმი = ზღვარი 12,5 mm (დიდი კვადრატი)
  • 3/4 დიუმი = ზღვარი 19 mm (ძალიან დიდი კვადრატი)
  • 1 დიუმი = ზღვარი 25,2 mm (უზარმაზარი კვადრატი)


როგორ შევარჩიოთ რევერსული ქანჩი (ტრეშოტკა) 419bbe5dca76

მახასიათებლები

სახელურის სიგრძე განსაზღვრავს მაქსიმალურად შესაძლო ძალისხმევას, რომელიც შეგვიძლია მასზე გამოვიყენოთ. რაც უფრო გრძელია სახელური, მით მეტი ძალა შეიძლება იყოს გამოყენებული ქანჩის გასაღებზე. Jonnesway-ს ტრეშოტკები იწყება 90 mm სიგრძიდან. ყველაზე დიდ მოდელებს აქვთ სიგრძე 775 mm-მდე. სახელურები შეიძლება დაფარული იყოს: გლუვი, მატოვი, ხვეული, რეზინის და ასევე ზეთ გამძლე (маслостойки) საფარით.

ღილაკი თავაკის სწრაფი შეცვლისთვის

კვადრატის მექანიზმს, რომელზეც ეცმევა თავაკი შიგნით აქვს ზამბარაზე დამაგრებული ბურთისებური საკისარი. ერთ მხარეს ზამბარის მექანიზმი იჭერს ბურთულას, რომელიც აკავებს თავაკს დასამაგრებელ ადგილზე (посадочном месте). ყველა Jonnesway-ს ტრეშოტკაზე განთავსებულია ღილაკი, რომელიც თავაკის მეორე უკანა მხარესაა განთავსებული. მასზე თითის დაჭერისას ბურთულა გადაადგილდება კვადრატის შიგნით, რისი მეშვეობითაც ათავისუფლებს თავაკს.

ბრუნვადი მექანიზმი

Jonnesway-ს არჩევანში აქვს ტრეშოტკები ბრუნვადი მექანიზმით (шарнирным механизмом), რისი დახმარებითაც ჩნდება ქანჩის გასაღებით მუშაობის შესაძლებლობა თავაკის განსხვავებულ კუთხის დახრებზე (под разными углами головки), სახელურთან შედარებით.

ქანჩის გასაღების - ტეშოტის განსხვავებული სახეობები:

სტანდარტული მექანიკური ტრეშოტის გარდა, დამატებით არსებობს სპეციალური ქანჩის გასაღებებიც, რომლის მოქმედებაში მოყვანაც ხდება იგივე პრინციპით, მაგრამ განსხვავებული მეთოდით.

დინამომეტრული ქანჩი - ეს არის ქანჩის გასაღები, რომელსაც შეუძლია მოუჭიროს ქანჩს, მითითებული ძალით (ბრუნვის მომენტით). ის ხშირად გამოიყენება საავტომობილო სერვის მომხასურების დროს, სადაც მოითხოვება ქანჩის დაჭერა, ხრახნილის მოწყვეტის (დაზიანების) გარეშე.

პნევმატური ტრეშოტკა - ამ ტიპის ქანჩის გასაღები მუშაობს ჰაერის შეკუმშვით. გააჩნია გადამრთველი ორივე მიმართულებით ბრუნვისთვის და აღჭურვილია მექანიზმით (курковым механизмом), რომელიც უშვებს ჰაერს მაღალი წნევით და აბრუნებს თავაკს.

როგორ ავარჩიოთ ქანჩის გასაღები - ტრეშოტი

ქანჩის გასაღები ტრეშოტკა - ეს არის უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა ჭანჭიკების მოშვებაში და დაჭერაში. ჩვეულებრივი ქანჩის გასაღებისგან (ratchet wrench) განსხვავებით, ტრეშოტკა ჭანჭიკების დატრიალების შესაძლებლობას გვაძლევს, თავაკის მოხსნის გარეშე (гайки).  

როგორ შევარჩიოთ რევერსული ქანჩი (ტრეშოტკა) Igo63

არსებობს ტრეშოტკის ქანჩის გასაღების სხვადასხვა კონსტრუქცია: მაგ: ტკაცუნა მექანიზმი (храповым механизмом), მექანიზმი рожковым механизмом, შარნირის თავაკით (шарнирными головками) და ა. შ. თუმცა თუ ქანჩი მდებარეობს ჩაღრმავებულ ადგილზე, მაშინ მისი მოშვება შეიძლება მხოლოდ თავაკების (торцевой головки) დახმარებით. თავაკს (Торцевая головка) შეიძლება ჰქონდეს პროფილის ფორმა форму профиля 6-гранную, 12-гранную, Ribe, Torx, XZN.

რა უნდა იცოდეთ ტრეშოტკის შესახებ

შემაერთებელი კვადრატი - იზომება დიუმებში (inches) და გააჩნია შემდეგი ზომები:  1/4, 3/8, 1/2, 3/4, 1 და ა. შ. თუ თქვენ იყენებთ თავაკს ½ დიუმზე, მაშინ შესაბამისად დამაკავშირებელი კვადრატიც უნდა იყოს იგივე ზომა.

თავაკის სწრაფი მოხსნის ღილაკი - თავაკის ადვილი მოხსნისთვის.

ხრუტუნა მექანიზმი (Ratchet) - არსებობს მოდელები გადამრთველი/შეცვლადი ბერკეტით (флажковым переключателем) - ერთ მხარეზე გადატრიალებით უჭერთ, ხოლო მეორეზე კი უშვებთ. აგრეთვე შეიძლება შეგვხვდეს მოდელები წრიული გადამრთველით (кольцевым переключателем).

კბილების რაოდენობა - რაც ნაკლებია ციფრი (24, 36, 45, 48, 60, 72) მით უფრო დიდია კბილები. ეს ნიშნავს, რომ ქანჩის გასაღები გაუძლებს უფრო მეტ დატვირთვას, თუმცა მუშაობის დროს ვიწრო ადგილებში მისი გამოყენება იქნება პრობლემატური. ქანჩის გასაღების მობრუნების კუთხე გაიზრდება. მაგ: ტრეშოტკა 72 კბილით მოსახერხებლად იმუშავებს შეზღუდულ სივრცეში, რადგან ასეთ რევერსულ ქანჩს გააჩნია წვრილი და მოსახერხებელი კბილები.

ქანჩის გასაღების კორპუსის სახელური და ფორმა - ძირითადად ეს არის მოდელები სწორი სახელურით, რომლებსაც აქვთ ქრომირებული და ფოლადის კორპუსი. თუმცა ასევე არსებობს მოდელები დაგრძელებული სახელურით, ფოლადის სახელურით და სხვა. არსებობს მოდელები, რომლებსაც სახელურის ბოლოს აქვთ ხვრელი торцевой ტრეშოტკისთვის ან კვადრატი შიგნით, რომელიც დამაგრძელებლის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ქანჩის გასაღების გატეხვისას, არ იჩქაროთ მისი გადაგდება. მწარმოებლების უმრავლესობა გვთავაზობს ტრეშოტის ნაწილების კომპლექტს, რაც ქანჩის გასაღების დამოუკიდებლად შეკეთების საშუალებას გვაძლევს.

პოპულარული მწარმოებლები და მოდელები - საიმედო და პროფესიონალებისთვის განკუთვნილ ინსტრუმენტებად შეგვიძლია თავისუფლად დავასახელოთ ისეთი ცონობილი ბრენდები, როგორიცაა Jonnesway და King Tony. მათ აქვთ სამუდამო გარანტია და მზადდება ტაივანში.

როგორ შევარჩიოთ რევერსული ქანჩი (ტრეშოტკა) Ipuhn

შედარებით იაფიან სეგმენტს შეგვიძლია მივაკუთნოთ ბრენდები: Intertool, Sigma, Miol. ესეთი მოდელები თქვენ არ მოგემსახურებათ დიდი ხნის განმავლობაში და დამზადების შესრულების ხარისხიც საგრძნობლად შესამჩნევი იქნება.

ყველაზე გავრცელებულ ქანჩის გასაღებებში შეგვიძლია განვიხილოთ ეს მოდელები: Jonnesway R3504 1/2"DR, Jonnesway R1206 3/4"DR 24 კბილი, Jonnesway R36041/2"DR 48 კბილი და სხვა.